ფეხბურთი

13:21 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ბეილში 90 მილიონს იხდის, ბეილს ინდივიდუალური ჯილდოები არ ანაღვლებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალიდან” უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გარეტ ბეილის შეძენას ეცდება.

The Times-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ.

ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უელსელის შეძენა “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდათ, მაგრამ მათ უარი მიიღეს, რადგან გარეტმა მადრიდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ბეილი 2015 წლის “ოქროს ბურთის” მაძიებელთა სიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ინდივიდუალური ჯილდოები მეორეხარისხოვანია და უპირატესობას გუნდურ წარმატებას ანიჭებს.

“ინდივიდუალურ ჯილდოებზე საერთოდ არ ვფიქრობ. ეს იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც სხვების მხრიდან აღიარება მნიშვნელოვანია. რაც შემეხება მე, მინდა მუხლჩაუხრელად ვიშრომო გუნდის წარმატებისთვის, რათა მასთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო” - თქვა 26 წლის ბეილმა.

მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში, უელსელმა 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111956