გელზენკირხენის “შალკესა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ლეროი სანე ორი ესპანური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა.
Kicker-ის ცნობით, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” 20 წლის ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ და კიდევ ერთ მსურველს, “მანჩესტერ სიტის” დიდ კონკურენციას გაუწევენ.
მართალია “შალკეს” ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა სანე არ იყიდებაო, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თუ შეთავაზებას მიიღებენ 50 მილიონი ევროს ოდენობით, მაშინ მას ახლა, ან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეელევიან.
გერმანული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში “შალკეს” მაისურით 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.