სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა წყალბურთში, რომელშიც ორშაბათიდან საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ჩაებმება.
12-ათასიან “კომბანკ არენაზე” სასტარტო მატჩები A და B ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. გაგაცნობთ პირველი დღის შედეგებს.
A ჯგუფი
ესპანეთი – სლოვაკეთი 13:4 (4:0, 6:2, 2:1, 1:1)
მონტენეგრო – ჰოლანდია 13:6 (5:0, 3:1, 3:2, 2:3)
B ჯგუფი
საფრანგეთი – მალტა 17:7 (3:0, 7:3, 5:1, 2:2)
სერბეთი – ხორვატია 13:6 (3:1, 4:2, 5:1, 1:2)
11 იანვარს პირველი საქმეში სწორედ ქართველი კალათბურთელები ჩაებმებიან, რომლებიც თბილისის დროით 12:30 საათიდან რუმინეთს გაეჯიბრებიან. აქვე ვთქვათ, რომ ამ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს.
დღესვე, ევროპირველობის კიდევ 3 მატჩი შედგება. C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ირიცხება, გერმანია იტალიას (21:15) გაეჯიბრება. თავის მხრივ, D ჯგუფის ეგიდით ითამაშებენ რუსეთი-თურქეთი (18:15) და უნგრეთი-საბერძნეთი (23:05).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საბა ნაკრების ძირითადში
Aდმინ!!!!!
რა უბედურებაა "შეაგდო" ბირჟაზე დგახარ და ამბავს ყვები!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კვირკველიასი მეიმედება. მიაწექი საბა წარამტება მხოლოდ შენს ხელშია ))
მეც დარწმუნებულ ვარ რომ ეს ბიჭი კარგ ფეხბურთს ითამაშებს