თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ქართველი ჩოგბურთელებისთვის წარუმატებლად დასრულდა.
მე-4 ნომრად განთელი ეკატერინე გორგოძე და მე-5 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ და სოფო 6:4, 1:2-ს იგებდა, როდესაც ეკატერინემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ნახევარფინალში ქვაცაბაია მე-2 ნომრად განთესილ ტარა მურს გაეჯიბრა და 6:2, 4:6, 4:6 დამარცხდა. ცნობისთვის, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ფინალში პირველი რეიტინგის მქონე გერმანელ ან შეფერსაც სძლია (2:6, 7:5, 6:0) და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში პირველი განთესვის მქონე გორგოძის და ქვაცაბაიას დუეტი მომავალ გამარჯვებულებს – კოლარსა (სლოვენია) და ტინჯიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) გაეჯიბრა, თუმცა, 2:2-ზე ქართველებს თამაშის შეწყვეტა მოუწიათ.