შაბათს ევროპის ჩემპიონთა თასის ორი და ჩელენჯ ქაფის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა და მოედანზე ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი გავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ მათგანში ჩვენებურს არ უთამაშია.
ეს თამაშები ტურნირების პირველი ტურის ეგიდით, ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, პარიზის ტერაქტების გამო გადაიდო და დანაკლისების შევსება 2016 წლის დასაწყისში ეტაპობრივად ხდება.
ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში, დავით ხინჩაგიშვილის “რასინგმა” შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსს” უმასპინძლა, 34:10 იმარჯვა და მეოთხედფინალში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თამაშს 8 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მასპინძლებმა მეტოქე ძალსმიერ თამაშში დაჯაბნეს და ამ სტილში ოთხი ლელოს გაიტანე. პარიზელებმამეოთხე, პრემიალური ლელო მაშინ გაიტანეს, როდესაც თამაშისთვის განკუთვნილი 80 წუთი ამოწურული იყო. ახლა გუნდები ჩველ რიტმს დაუბრუნდებიან და მე-5 ტურში “რასინგი” უელსურ “სკარლეტს” უმასპინძლებს, ხოლო “გლაზგო” “ნორთჰემპტონს” ინგლისში ჩააკითხავს.
პირველი მარცხის შემდეგ, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ჟვანიას, დუდუ ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ”, რითაც მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიბრუნა. გადადებულ მატჩში პარიზელებმა ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლეს და 13 820 მაყურებლის თვალწინ 27:7 სძლიეს. “სტად ფრანსემ” მეოთხე, პრემიალური ლელოს გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მისთვის მოგებაც გმირობის ტოლფასი იყო.
საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, მასპინძელთა მორაგბე მეტოქე წაეჩხუბა, თვალის სიახლოვეს შეეხო და რეფერიმაც წითელი ბარათი უჩვენა. ამ დროს “სტად ფრანსეს” მხოლოდ ერთი ლელო ჰქონდა გატანილი 10:0 იგებდა. “მანსტერმა” ამ ეპიზოდში ჯარიმა ვერ გაიტანა, მეორე ტაიმში ჯარიმა, 2 ლელო და ორი გარდასახვა თავად გაუშვა 70-ე წუთისთვის 0:27 ჩამორჩა, სულ ბოლოს გატანილმა ლელომ კი, ისინი ვერაფრით ახეირა. 16 იანვარს “სტად ფრანსე” “მანსტერს” უკვე ირლანდიაში შეხვდება და თუ მოიგო, ჯგუფიდან გასვლის საქმე თითქმის მოგვარებული ექნება.
დღეს მე-5 ჯგუფის გადადებულ შეხვედრაში თასის მფლობელი, მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” “ბათს” უმასპინძლებს. მიქაუტაძე და ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში არიან, ხოლო გორგოძე ისვენებს.
მეორე დონის, ჩელენჯ ქაფის მეორე ჯგუფში ერთადერთი გადადებულ შეხვედრაში გიორგი ნაცარაშვილის “პომ” “კასტრს” უმასპინძლა და მეოთხე მარცხი განიცადა. სტუმრებმა თამაში 30:21 მოიგეს.
ჩემპიონთა თასი 2015/2016
I ტურის გადადებული მატჩები
III ჯგუფი
რასინგი (საფრანგეთი) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 34:10
1. | რასინგი (საფრანგეთი) | 4 | 3 | 1 | 0 | 105:34 | 17 | |
2. | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 4 | 2 | 1 | 1 | 53:68 | 10 | |
3. | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 4 | 2 | 0 | 2 | 77:72 | 9 | |
4. | სკარლეტსი (უელსი) | 4 | 0 | 0 | 4 | 35:96 | 2 |
V ტური. 17 იანვარი
რასინგი (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი); ნორთჰემპტონი (ინგლისი) - გლაზგო უორიორისი (შოტლანდია)
IV ჯგუფი
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) 27:7
1. | ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 117:48 | 18 | |
2. | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 4 | 3 | 0 | 1 | 137:71 | 14 | |
3. | მანსტერი (ირლანდია) | 4 | 1 | 0 | 3 | 64:82 | 5 | |
4. | ტრევიზო (იტალია) | 4 | 0 | 0 | 4 | 41:158 | 0 |
V ტური. 16 იანვარი
მანსტერი (ირლანდია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი); ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - ბენეტონი (იტალია)
ჩელენჯ ქაფი 2015/2016
I ტურის გადადებული შეხვედრა
II ჯგუფი
პო (საფრანგეთი) - კასტრი (საფრანგეთი) 21:30
1. | ნიუპორტი (უელსი) | 4 | 3 | 0 | 1 | 115:61 | 15 | |
2. | სეილ შარქსი (ინგლისი) | 4 | 3 | 0 | 1 | 89:70 | 13 | |
3. | კასტრი (საფრანგეთი) | 4 | 2 | 0 | 2 | 82:98 | 11 | |
4. | პო (საფრანგეთი) | 4 | 0 | 0 | 4 | 58:115 | 0 |