მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “დეპორტივოსთან” მატჩის შესვენებისას გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი შეცვალა.
ზიდანის ხელმძღვანელობით “სამეფო კლუბმა” თავისი პირველი მატჩი ლა-კორუნიის “დეპორტივოსთან” გამართა და 5:0 იმარჯვა. ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა თავისი პირველი შეცვლა შესვენებისას განახორციელა და გუნდის კაპიტან სერხიო რამოსის ნაცვლად, მოედანზე რაფაელ ვარანი შეუშვა. რა თქმა უნდა, ნამატჩევს ზინედინს ამ ცვლილების ახსნა მოუწია და დასძინა:
“რამოსმა მსუბუქი ტკივილი იგრძნო. ახლა მას გამოკვლევა ჩაუტარდება და ცნობილი გახდება, თუ რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება”.
Marca-ს ცნობით, სერხიო რამოსს წვივის კუნთი აწუხებს.