როგორც ბრიტანული Mirror-ი იუწყება, “ლივერპული” მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი 34 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.
მიზეზი ფეხბურთელის გამუდმებული ტრავმიანობაა და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის პერიოდში სტარიჯის გუნდში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმა სამჯერ მიიღო, ჯამში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 4 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.