თამაშგარე

10:49 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ეფანცქვალა ნეიმარის დას?

როგორც ჩანს ბრაზილიაში არ უწყიან ძველქართული სიბრძნე, რომ “კაი ბიჭის დას ხელი არავინ უნდა დაადოს”, თორემ აბა ბრაზილიელი ნეიმარის დის, რაფაელას გაბახება იქნებოდა? ნუ ახლა ტერმინი “გაბახება” სიტყვის მასალად ვიხმარეთ, თორემ კაი დაშხოშიან სექსზე არც თავად ნეიმარის და ყოფილა უარს.

როგორც გაირკვა, ბრაზილიური საფეხბურთი კლუბ “სანტოსის” ფეხბურთელი და ნეიმარის აწუკვე ყოფილი მეგობარი, ლუკაშ ლიმა, ნეიმარის დას ჯერ პლატონურად, შემდეგ კი რეალურად ყვარობდა და მისი ეს “ტრფობა წამებულისა” ფრთაშესხმულ ვნებად და სექსის ქარაშოტად გარდაიქცა.

ჯერჯერობით უცნობია ნეიმარის პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ რაკი შევთანხმდით, რომ ბრაზილიელებს ”ქართული გაგება” არ ესმით “კაი ბიჭის დის” თემასთან დაკავშირებით, სავარაუდოა, რომ “ბარსელონას” შემტევი ამ ამბავზე დიდ წიოკს სულაც არ ატეხავს და ლუკაშ ლიმასაც ეს ოღრაშობა ხახვივით შერჩება.

0.145364