ფეხბურთი

19:06 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივს” თევდორაძე და ბარაბაძე დაემატნენ

თბილისის “ლოკომოტივს” ორი ფეხბურთელი შეემატა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრები, მეკარე რევაზ თევდორაძე და ფორვარდი რევაზ ბარაბაძე.

თევდორაძე ბოლოს ქუთაისის “ტორპედოში” გახლდათ, ხოლო ბარაბაძე ცხინვალის “ლიახვში”, სადაც პირველი წრის 16 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ბარაბაძე ადრეც იყო “ლოკომოტივში”, 2012-2013 წლების სეზონებში.

0.121686