ფეხბურთი

17:00 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ “სლავიას” ამხანაგურში ორი საგოლე პასი მიითვალა (+VIDEO)

პრაღის “სლავიამ” წლის პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ჩეხეთის ქვედალიგელ “კოლინს” 5:0 მოუგო. ლევან ყენიამ 61-ე წუთამდე ითამაშა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ერთხელ მარცხნიდან ჩაუწოდა თანაგუნდელს და მანაც თავით გაიტანა, მეორედ კი 40-მეტრი ირბინა, საჯარიმოში შესულმა კართან დაუგორა პარტნიორს და მანაც იოლად შეაგდო.

მეორე საგოლე პასის დროს, ყენიას ფეხში ჩაარტყეს და შესაცვლელი გახდა, თუმცა სავარაუდოდ, საშიში არაფერია.

ვიდეო: პირველი საგოლე პასი - 39:05-დან, მეორე: 1:12:42-დან

0.105221