ფეხბურთი

15:52 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის შემდეგი გაჩერება: მეზობელ თურქეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიური “გენკის” დატოვებასთან ახლოსაა. ინტერნეტპორტალ voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, 23 წლის ქართველის მიმართ ინტერესს თურქეთის სუპერლიგის ბინადარი “ესქიშეჰირსფორი” იჩენს. საუბარია სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებაზე, თუმცა თუ მხარეები შეთანხმდებიან, “ოქრი” ზაფხულში თურქული გუნდის სრულფასოვანი წვერი გახდება 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ამავე წყაროს ცნობით, ოქრიაშვილის შეძენა მეორე თურქულ კლუბ “ქონიასფორსაც” სურს, თუმცა ბელგიელი ჟურნალისტების ვარაუდით, “ესქიშეჰირსფორს” უფრო მაღალი შანსი აქვს ქართველი ფეხბურთელის ხელში ჩაგდების.

თორნიკე “გენკში” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს და თუ შარშან ძირითად შემადგენლობაში ხშირად ხვდებოდა, მიმდინარე სეზონში ასე არაა – “შახტარის” ექსფეხბურთელმა ბელგიის იუპერლიგაში წლეულს მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება მისი სამსახურით დაინტერესებულ გუნდებს, “ქონიასფორი” სუპერლიგაში 17 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა, ხოლო “ესქიშეჰირსფორის” საქმე მეტად მძიმედაა – ბოლო, მე-18 ადგილზეა 10 ქულით და გავარდნის რეალური კანდიდატია.

0.123122