იურგენ კლოპს თავისი ყოფილი შეგირდის მარიო გიოტცეს “ლივერპულში” გადაბირება უნდა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება. წყაროს ცნობით, “ლივერპულს” კლოპის სურვილის ასასრულებლად 50 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმაც გააკეთა:
“ყოველდღე ახალი, არაფრის მთქმელი ინფორმაციები ვრცელდება. ახლა მეტის თქმის სურვილი არ მაქვს”, - ბრძანა 1996 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა.
მარიო გიოტცე იმ “დორტმუნდის” ლიდერი იყო, რომელსაც კლოპი წვრთნიდა და სწორედ იურგენის სახელს უკავშირდება მარიოს დიდ საფეხბურთო სცენაზე გამოჩენა. კლოპმა და გიოტცემ ერთად ბუნდესლიგა ორჯერ მოიგეს, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწიეს. “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ კი ნიჭიერ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დიდი კონკურენციის გამო უჭირს...