ჩოგბურთი

1:00 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “აუსტრალიან ოუფენის” ძირითად ბადეშია
მანამდე კი, ბრისბენის 75-ათასიანი ჩელენჯერია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიაში გაემგზავრა და ამ ქვეყნის ღია პირველობაში ჩაბმამდე, ძალებს კანბერას ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) მოსინჯავს.

CANBERRA ATP CHALLENGER 11 იანვარს დაიწყება და ბასილაშვილი სტარტს ძირითადი ბადიდან აიღებს. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ჩოგბურთელის მოხნის შემდეგ, ნიკოლოზი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეშიც ხვდება. ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს წლის პირველ გრანდ-სლემის ტურნირზე თავის გამოჩენის საშუალება ექნება.

“აუსტრალიან ოუფენი” მელბურნში 18-31 იანვარს შედგება, მისი საპრიზო ფონდი კი რეკორდული 44 მილიონი დოლარია, საიდანაც კაცთა და ქალთა შორის ჩემპიონები თანაბარ თანხას – 3.8 მილიონს მიიღებენ.

0.120194