ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალური ბარიერი დასძლიეს და მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ფრანჩესკა სტივენსონი 6:1, 6:1 დაამარცხა, მე-5 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ კი ჩეხ ანა სლოვაკოვას 6:2, 6:3 სძლია.
ქართველი ჩოგბურთელები წინ მიიწევენ წყვილთა შეჯიბრშიც, სადაც უკვე ნახევარფინალში არიან გასულნი. გორგოძემ და ქვაცაბაიამ ავსტრიელი ჰორვატსა და ხორვატი ივანკოვიჩს 6:2, 4:6, 10:2 მოუგეს და ფინალის საგზურს სლოვენიურ-ბოსნიურ დუეტს (კოლარი-ტინჯიჩი) შეეცილებიან.