ფეხბურთი

0:05 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკი “ჩელსის” სეზონის ბოლოს დატოვებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს “არისტოკრატებს" დატოვებს.

“გონებაში მხოლოდ ორი თარიღი მიტრიალებს – ასოციაციის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. შემდეგ კი წავალ, ეს უკვე გადაწყვეტილია.” – ციტირებს nu.nl-ი ჰიდინკის სიტყვებს.

69 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისურ გრანდში ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მიიყვანეს. ჰიდინკის მწვრთნელობის პერიოდში “ჩელსიმ” სამი მატჩი ჩაატარა, აქედან ერთი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099003