ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იუწყება, ურუგვაელი “სამეფო თასის” მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს. შესაბამისად, ლუისი “ბარსელონას” “ესპანიოლთან” განმეორებით მატჩს გამოტოვებს, ხოლო თუ “ბარსა” მომდევნო ეტაპზე გავიდა, მაშინ მეოთხედფინალის პირველ თამაშსაც.
სუარესმა “ესპანიოლთან” (4:1) მოგებულ მატჩის შემდეგ გასახდელში მეტოქე გუნდის ფეხბურთელ პაპე დიოპთან იჩხუბა და სწორედ ეს გახდა მისი დასჯის მიზეზი.