ფეხბურთი

17:07 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” და პალასიომ თანამშრომლობა გააგრძელეს

მილანის “ინტერმა” არგენტინელ ფორვარდ როდრიგო პალასიოს კონტრაქტი ერთი წლით, 2017 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “ნერაძურის” ვებგვერდი იუწყება.

“საფეხბურთო კლუბი “ინტერნაციონალე” გამცნობთ, რომ როდრიგო პალასიო გუნდში 2017 წლის ივნისამდე დარჩება”, - წერია მილანური გრანდის ვებგვერდზე.

ვეტერან არგენტინელ თავდამსხმელს ლომბარდიელებთან ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. პალასიო “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს, მანამდე კი “ჯენოასა” და “ბოკა ხუნიორსში” ირჯებოდა. მიმდინარე სეზონში როდრიგოს 12 თამაშში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109008