ფეხბურთი

16:18 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას 2015 წლის სიმბოლური ნაკრები

ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ (უეფა) 2015 წლის სიმბოლური ნაკრები თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. გამოკითხვა თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და თავისი რჩეული გუნდის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

საბოლოოდ გამოკითხვის შედეგად შერჩეული უეფას 2015 წლის გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე:

მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 379.304 ხმა (59%)

მცველები:

დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, ავსტრია) – 433.244 (68%)

სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი) – 330.647 (52%)

ჟერარ პიკე (“ბარსელონა”, ესპანეთი) – 254.279 (40%)

დანი ალვეში (“ბარსელონა”, ბრაზილია) – 291.611 (45%)

ნახევარმცველები:

ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი) – 401.574 (63%

პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, საფრანგეთი) – 361.421 (56%)

ხამეს როდრიგესი (“რეალი”, კოლუმბია) – 260.871 (41%)

თავდამსხმელები:

ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 448.445 (70%)

ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია) – 282.327 (44%)

კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) – 260.811 (41%)

უეფას გამოკითხვაში მონაწილეობა ყველაზე მეტმა გულშემატკივარმა ევროპის კონტინენტიდან მიიღო - 53%, აზიიდან თავისი არჩევანი 19%-მა გააკეთა, ხოლო სამხრეთამერიკიდან 15% დაფიქსირდა. ჩრდილოეთ ამერიკა 8%-ითაა წარმოდგენილი, აფრიკა 4%, ოკეანიის კონტინენტი კი მხოლოდ 1%-ით.

7.050428 ადამიანმა თავისი არჩევანი უეფას ვებგვერდიდან გააკეთა, ხოლო დარეგისტრირებული ხმები 640.948 დაფიქსირდა, ტვიტერის საშუალებით კი გამოკითხვაში მონაწილეობა 165.494 ადამიანმა მიიღო.

რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებელს, იგი ასე გადანაწილდა: 18-დან 24 წლამდე 44%, 25-დან 34 წლამდე 24%, 18 წელს ქვემოთ 22%, 35-50 ასაკის 8%, ხოლო 50 წელს გადაცილებული 2%.

თეგებიუეფა
0.114566