ფეხბურთი

16:42 | 8.01.2016 | ნანახია 0 - ჯერ

“მანჩესტერი” აზარში კოლოსალურ თანხას იხდის

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ედენ აზარში 87 მილიონ ევროს გადახდასაა ყაბულს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “დეილი სტარი” წერს. გავრცელებული ცნობით, “მანკუნიანელებმა” უელსელი გარეთ ბეილის ტრანსფერზე ხელი აიღეს და ახლა მთელ ყურადღებას ბელგიელ შემტევზე გადაიტანენ.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში არცთუ იშვიათად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზარი “ჩელსიში” ბოლო სეზონის ატარებს და ზაფხულში გუნდს დატოვებს. 25 წლის აზარი ლონდონურ გრანდს 2012 წელს ფრანგული “ლილიდან” შეუერთდა და მას შემდგომ კლუბის ლიდერია. მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში 19 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:58 | 06.10.2018
salazar (1835)

საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ. ამდენი მაყუთი წყალში მარტო ბარსას აქვს გადაყრილი : ))

18:19 | 06.10.2018
mjgiri (8951)

ვუდვორდი მოიყვანეს,რომელმაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ იცის

16:42 | 06.10.2018
SHEDE-CHAACHYAPUNE (108)

რა გეცქარებატ ჯერ ცემპიონშიპში იფიქრეთ მერე მაგაზე

0.063594