ძალიან შემცდარხართ, თუკი აქამდე გეგონათ, რომ ლამაზ-ლამაზი ასულები საკუთარ თილისმად მხოლოდ ევროპულ და ლათინური ამერიკის ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს ჰყავთ. ამ კუთხით სხვებზე ნაკლები აფრიკა ნამდვილად არაა და “შავ კონტინენტზე” ისეთი პანტერასებრი ქალები დააბიჯებენ – თქვენი მოწონებული.
აი მაგალითად, განას საფეხბურთო ნაკრების თოლისმაა, ულამაზესი განელი მოდელი, ქეით მენსონი, რომელიც თავის სამშობლოში ხომ ულამაზესად ითვლება და ითვლება და ორი წლის წინ, “მის აფრიკაც” გამხდარა. ქეითი ამჟამად პარიზი ცხოვრობს და იქაურ სამოდელო ამბებში დიდი გასავალიც აქვს.
შარშანწინ, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ქეით მენსონი განას ნაკრებსაც კი გაჰყოლია თან და ისევე როგორც სხვა გუნდების ქომაგებს, არც ქეითს დაუზოგავს თავი, ხმა და ყელის იოგები საყვარელი გუნდის საქომაგოდ. როცა ქალი საკუთარ თავს არ ზოგავს, მას არასოდეს უნდა ელაპარაკო “დაზოგვაზე და შეწყალებაზე”.