კალათბურთი

1:27 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პულენი – 25, მარკოიშვილი – 11

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-2 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ჯეიკობ პულენის “ცედევიტას” დაუხვდა და 72:79 წააგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი გახდა.

პულენი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 28:34 წუთში კი 25 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჯეიკობმა 7-დან 3 ორქულიანი, 12-დან 5 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

კარგად გაისარჯა მარკოიშვილიც, რომელიც თამაშში ასევე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:21 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 7-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“დარუშაფაკას” 2 მარცხი მოუგროვდა და ტოპ-16-ის E ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო “ცედევიტამ” თითო მოგება-წაგებით მე-5 პოზიციას უწია. 14 იანვარს, ზაგრებელები მალაგას “უნიკახას” ესტუმრებიან, ხოლო 15-ში “დარუშაფაკა” სტუმრად თურქულსავე “ანადოლუ ეფესს” გაეჯიბრება.

0.13642