ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, “ჩემპვილს” დაუბრუნდა, პირველივე მატჩში გამოირჩა და ლიბანის ეროვნული ჩემპიონატის საწყისი ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ “ჩემპვილმა” სტუმრად “ჰომენეტმენთან” 102:114 წააგო, 32 წლის ქართველმა ფორვარდმა კი 30 ქულა, 16 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, რის გამოც Eurobasket.com-მა საუკეთესოთა შორის მე-2 ადგილზე დაასახელა.
პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ვლადან ვუკოსავლიევიჩი აღიარეს. “ტადამონის” 31 წლის სერბმა ფორვარდმა “მუტაჰედთან” მოგებულ (82:68) შეხვედრაში 29 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, თანაც მეტოქეები მის წინააღმდეგ 9-ჯერ დაჯარიმდნენ.