“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბის საკვანძო ფიგურა ალექსანდრე ლაკაზეტი “სტად ჟერლანდზე” დარჩება.
გუშინ ინგლისურ და ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერებოდა “ნიუკასლის” ლაკაზეტისადმი ინტერესზე. “ჯორდები” მზად არიან, რომ ფრანგ ფორვარდში 25 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა ოლას თქმით, ალექსანდრეს “კაჭკაჭებში” თამაში არ ხიბლავს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაკაზეტი ძალიან მალე ძველებურად ათამაშდება და უამრავ გოლს გაიტანს. მგონია, რომ ის პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ახალ სტადიონზე გაიტანს გოლს.
ალექსანდრეს “ლიონში” დარჩენა სურს და ის გარკვეული დროის განმალობაში წასვლაზე არ ფიქრობს. მითუმეტეს, რომ “ნიუკასლი” ჩვენზე ამბიციური კლუბი არაა.” - განაცხადა “ლიონის” პრეზიდენტმა.
ლაკაზეტიმ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩააარა და 8 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონი ბევრად შედეგიანი ჰქონდა: 40 მატჩში 31 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.