ფეხბურთი

19:02 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” ალონსოს და მატის გაუხანგრძლივა

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ფლორენციის “ფიორენტინამ” ერთბაშად ორ ფეხბურთელს, კერძოდ, ჩილელ მატიას ფერნანდესსა და ესპანელ მარკოს ალონსოს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. ამის შესახებ “იების” ვებგვერდი გვამცნობს.

29 წლის მატი ფერნანდესი “არტემიო ფრანკიზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო 25 წლის ალონსო 2021 წლის 30 ივნისამდე დაიცავს ფლორენციელთა ღირსებას.

ჩილელი ნახევარმცველი მატი ფერნანდესი “ფიორენტინაში” 2012 წელს ლისაბონის “სპორტინგიდან” გადავიდა, მას მერე გუნდის შემადგენლობაში 120 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარში 6 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მარცხენა მცველ მარკოს ალონსოს, იგი ფლორენციელთა რიგებს ლონდონის “სანდერლენდიდან” 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა, რის შემდგომაც იისფერი მაისურის ჩაცმა 67-ჯერ მოასწრო და მეტოქეები 5 გზის დაამწუხრა. მიმდინარე სეზონში კი იტალიის ჩემპიონატში მატიმ 11 თამაში გამართა, ალონსომ კი მოედანზე გასვლა თხუთმეტჯერ მოასწრო.

0.113696