საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი კარგი პიროვნება არ გახლავთ – მართალია, ლეგენდარული ფეხბურთელია, მაგრამ ბევრი უარყოფითი თვისება გააჩნიაო.
“ის ლეგენდაა, მაგრამ ის ლეგენდა, რომელიც მხოლოდ დადებით ემოციებს არ იწვევს. ზიდანი ყველაფერზე წამსვლელია და ამის გამო მიიჩნევენ ადამიან-ღმერთად. ის უბრალო ვარსკვლავი არაა, ის ცუდი ადამიანია. თუმცა ზიდანი შესაძლოა კარგი მწვრთნელი გამოდგეს, რადგან ახლა სამწვრთნელო მუშაობაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ბევრი ცალკეული სპეციალისტია, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სამუშაოს უმსუბუქებენ. ამის გათვალისწინებით, ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მომავალ მწვრთნელადაც მესახება. უკეთესი კანდიდატურა არც გვყავს” – უთხრა დომენეკმა ფრანგულ Le Monde-ს.
შეგახსენებთ, სწორედ დომენეკი იყო მწვრთნელი საფრანგეთის იმ ნაკრებისა, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. როგორ ჩაატარა მუნდიალი “ზიზუმ” და როგორ დაასრულა იტალიასთან ფინალური მატჩი, ამაზე აღარ შევჩერდებით.