ფეხბურთი

12:56 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა მწვრთნელობას დათანხმდა

კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ მოთამაშის კარიერის დასრულება და მწვრთნელის სავარძელის მორგების გადაწყვეტილება მიიღო.

L’Equipe-ს ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ უკვე აცნობა საკუთარი კლუბის “მონრეალის” ხელმძღვანელობას, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ვარაუდობენ, რომ დროგბამ ასეთი გადაწყვეტილება თავისი ყოფილი გუნდის, ლონდონის “ჩელსის” სასარგებლოდ მიიღო, სადაც გუს ჰიდინკის თანაშემწედ მწვრთნელად აპირებს მუშაობის დაწყებას. ახლა მოსაგვარებელი დარჩა კლუბებს შორის ურთიერთობა, რომელთაც საკომპენსაციო თანხაზე მოუწევთ შეთანხმება.

0.118775