სხვა

21:37 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციებს შორის ძალოსნობა აღიარეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციაში - "საუკეთესო ფედერაცია" - აღიარება ძალოსნობას ერგო. ამ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ რაგბის კავშირი, ძალოსნობისა და კალათბურთის ფედერაციები, საუკეთესოდ კი ძალოსნობის ფედერაცია დაასახელეს. "მსოფლიო სპორტმა" კომენტარის გაკეთება თხოვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონს, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს.

"ეს წელი წარმატებული იყო ქართველი ძალოსნებისათვის, პრესტიჟულ, +105 კილოგრამ კატეგორიაში გვყავს როგორც ევროპის (ირაკლი თურმანიძე) ისე მსოფლიოს (ლაშა ტალახაძე) ჩემპიონი. მოპოვებული გვაქვს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია. ვეცდებით, კიდევ ერთი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომელიც 2016 წელს გათამაშდება. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც წარმატებით გამოსვლას ვეცდებით. დიდი მადლობა ამ აღიარებისათვის".

0.110236