ფეხბურთი

20:59 | 6.01.2016 | ნანახია 0 - ჯერ

“მარსელმა” მენდისა და ბაჩუაის გაუხანგრძლივა

ფრანგულმა “მარსელმა” ლიდერებს ბენჟამინ მენდისა და მიჩი ბაჩუაის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულებების მიხედვით, მენდი “ველოდრომზე” 2019-წლამდე დარჩება, ხოლო ბაჩუაი 2020-წლამდე.

21 წლის მენდი, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია, მიმდინარე სეზონში 24-ჯერ გამოჩნდა “მარსელის” რიგებში, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება 22 წლის ფორვარდის მიმდინარე სეზონის მონაგარს, ბაჩუაიმ 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068166