“ლიონისა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის ალექსანდრე ლაკაზეტის შეძენა “ნიუკასლს” სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება.
ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს (20 მატჩში 19 გოლი) და სტივ მაკკლარენს მაღალი დონის ფორვარდის დამატება უნდა. აღნიშნული წყაროს ცნობით, “კაჭკაჭები” საფრანგეთის ნაკრების ფორვარდში 25 მილიონ ევროს იხდიან.
ლაკაზეტმა მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.