ფეხბურთი

18:00 | 6.01.2016 | ნანახია 847 - ჯერ

“საბურთალომ” ცაცკრიალაშვილი დაიმატა და თოთაძე შეინარჩუნა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა “საბურთალომ” “ცხინვალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რატი ცაცკრიალაშვილი დაიმატა. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან “ცხინვალთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

ცაცკრიალაშვილი საფეხბურთო კლუბ “გაგრას” აღზრდილია, ხოლო “ცხინვალში” გასული ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობდა და პირველ წრეში უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც შეძლო.

გარდა ამისა, საბურთალოელთა ღირსებას სეზონის მეორე ნახევარშიც დაიცავს გამოცდილი მცველი ლაშა თოთაძე, რომელიც თბილისის “დინამოს” საკუთრებაშია და პირველი წრე “საბურთალოში” იჯარით ჩაატარა. ამჯერად კი მხარეებმა თნამშრომლობა 6 თვით კიდევ გააგრძელეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:15 | 18.10.2021
Kobe Bean (21683)

მესი მაგარი კაცია,მისული არაა პარიზში და უკვე საძმოს იწვევს იქაც)))ისე ბარსას გამოადგება ეს გაცვლა,იკარდი აგუეროს ჯობია დღეს,ბოლო-ბოლო ასაკის გამო და მესიც ბედნიერი იქნება ჯერ იმით რომ აგუეროს წაიყვანს და მეორე იმით რომ იკარდის მოიშორებს რომელიც არ ევასება

0.079448
847