ფეხბურთი

21:17 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მომავალზე ფიქრობს

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ქვედალიგელ “ჩეზენას” ნახევარმცველ სტეფანო სენსის შეძენითაა დაინტერესებული. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” გვამცნობს, “ბებერი ქალბატონის” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი 20 წლის იმედისმომცემი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე უკვე შეხვდა “ჩეზენას” წარმომადგენელ რინო ფოსკის.

წყაროს ცნობით, “იუვე” მზადაა ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გაიღოს და ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ემილია-რომანიელთა რიგებში დატოვოს. თუმცა, “ჩეზენა” სენსისთან გამოთხოვობას აღნიშნულ თანხად არ აპირებს და ფეხბურთელს 8 მილიონ ევროდ აფასებს.

20 წლის სენსი “ჩეზენაში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და აქამდე სერია B-ში ჩატარებულ 18 თამაშში 2 გოლის გატანა შეძლო. იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში კი ჯერჯერობით მას არ უთამაშია.

0.110967