ფეხბურთი

14:26 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე ზიდანს ჯერ ვერ შეაფასებს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მადრიდის “რეალიდან” რაფაელ ბენიტესის გათავისუფლება არ გაკვირვებია. ამის შესახებ ენრიკემ ესპანურ მედიას განუცხადა.

“ბენიტესის გათავისუფლება ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თანამედროვე ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მანვე “სამეფო კლუბის” ახალ თავკაც ზინედინ ზიდანზეც გააკეთა კომენტარი:

“არ შემიძლია შევაფასო ზიდანი, როგორც მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელი კი მის მიმართ წყენა და აღშფოთება არ მაქვს”, - დასძინა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, “რეალში” ბენიტესი ზიდანმა 4 იანვარს, გვიან საღამოს ჩაანაცვლა და “ბლანკოსს” სეზონის დარჩენილ ნაწილში სწორედ ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

0.11392