“საკრამენტო კინგზის” 25 წლის ცენტრი დემარკუს კაზინსი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მომხსნელი გახდა. დემარკუსმა “დალასთან” 116:117 წაგებულ შეხვედრაში 17 მოხსნა შეასრულა და სულ 4019 დაუგროვდა. კაზინსმა ამ მაჩვენებლით “საკრამენტოს” აქამდე საუკეთესო მომხსნელ კრის უებერს (4006 მოხსნა) გადაასწრო.
კაზინსმა ნბა-ს კარიერა 2010 წელს “საკრამენტოში” დაიწყო და დღემდე ამ გუნდის წევრია. სულ 377 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ მატჩში 10.7 მოხსნას აკეთებს.