გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 შეხვედრა გაიმართა. “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ლეიკერსს” 109:88 აჯობა. სასტარტო 35 შეხვედრიდან 33 მოიგო, რაც ნბა-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე ნბა-ს რეკორდი სასტარტო 35 შეხვედრიდან 32-ის მოგება სამ გუნდს 1966/67 წლების “ფილადელფიას”, 1971/72 წლების “ლეიკერსს”, 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზს” ეკუთვნოდათ.“ლეიკერსთან” მატჩში საუკეთესო 36 ქულით კლეი ტომპსონი გახლდათ.
“ჩიკაგომ” საკუთარ დარბაზში “მილუოკი” 117:106 დაამარცხა. “ხარებს” გუნდის ლიდერი დერეკ როუზი დაუბრუნდა, დერეკმა მეტოქეს 16 ქულა ჩაუგდო. მატჩის ყველაზე მეტი 32 ქულა ჯიმი ბატლერს ეკუთვნის. “ჩიკაგო” 21 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.
“ატლანტა” – “ნიუ იორკი” 101:107 (20:29, 29:25, 22:30, 30:23)
https://www.youtube.com/watch?v=76KJtyZ5U1E
“ჩიკაგო” – “მილუოკი” 117:106 (36:28, 31:33, 27:28, 23:17)
https://www.youtube.com/watch?v=PheFtu6zTUU
“დალასი” – “საკრამენტო” 117:116 (27:24, 22:19, 29:27, 20:28, ო.ტ. 19:18)
https://www.youtube.com/watch?v=dpeYe8rVYEI
“ლეიკერსი” – “გოლდენ სტეიტი” 88:109 (25:37, 22:25, 13:30, 28:17)
https://www.youtube.com/watch?v=oRO0bIPBoXw