თამაშგარე

12:10 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემილია ატიასი - ქალი გამოცანა

ვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველის, ესტებან კამბიასოს მოტვლეპილ თავზე ამოდენა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იმდენ ამბავსა და ქარიშხალს არ გადაუქროლია, რამდენიც ამ ბოლო დროს, ანუ მას შემდეგ გადაქროლდა, რაც ჯერ შეხვდა და შეიყვარა, შემდგე კი მალევე დაშორდა თანამემამულე შხვართთა შორის უშხვართეს მოდელს, ემილია ატიასს.

ემილია ატიასი ისეთი ქალია, ნაკვერჩხალს რომ აიღებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებით და მის ხელში მამრები ოდენ სათამაშოებად არიან ქცეულნი. ეს შტერი ესტებანიც, თანამემამულე მოდელს ლონდონში შემთხვევით გადაეყარა, ყურებამდე შეიტრფო, და სულ რაღაც სამთვიანი ღლაბუცის შემდეგ, დარჩა პირში ძუძუგამოვლებული.

როგორც დასავლური ბულვარული მედია გვაუწყებს, ეს ემილია ატიასი დიდი ოხერი ვინმეა და ნამეტანავად ხიბლავს კაცებისათვის ჯერ თავის შეყვარება, შემდგე კი მათი გაბაიბურება. ჰოდა, გამოიჭირა კამბიასო, რომელიც დააშორა ცოლს, მოკეთეებს, ახლობლებს, სამი თვე წოვა სისხლი და მიაგდო გამოხრული ვაშლატამასავით. აბა რა ეგონა?...

0.138971