კალათბურთი

11:02 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 9 ქულა, 17 მოხსნა და ორ ოვერტაიმში მოგებული შეხვედრა(+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ დრამატულ ბრძოლაში “საკრამენტოს” 117:116 (VIDEO) აჯობა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 40 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 9 ქულა, 17 მოხსნა და 5 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე “დალასი” 98:96 იგებდა, თუმცა ზაზამ დემარკუს კაზინსის განეიტრალება ვერ მოახერხა და “საკრამენტოს” ცენტრმა ანგარიში 98:98 გახადა. პირველი ოვერტაიმის ბოლოს ნოვიცკიმ 2-ქულიანი ჩააგდო და 104:104 დასრულდა. მეორე დამატებით 5-წუთეულში “საკრამენტო” კაზინსის კარგი თამაში წყალობით 7-ქულით დაწინაურდა, შეხვედრის დასრულებამდე კი 80 წამიღა იყო დარჩენილი, თუმცა ჯერ იყო დირკ ნოვიცკის 3-ქულიანი, ხოლო მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე დერონ უილიამსმა გამარჯვების მომტანი სამქულიანი გაუშვა, ბურთი კალათში ჩაეშვა და “დალასმა” 117:116 იმარჯვა.

შეხვედრაში გამორჩეული იყო, “საკრამენტოს” ცენტრი დემარკუს კაზინსი, რომელმაც გუნდს 35 ქულა, 17 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი შესძინა. “დალასში” ყველაზე მეტი 25 ქულა დერონ უილიამსმა ჩააგდო.

“დალასი” 20 მოგებით და 15 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.163849