კალათბურთი

22:26 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქცია გორში

დეველოპერული კომპანია Royal Group აგრძელებს აქციებს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. ამჯერად, შემოქმედებითი ჯგუფი გორში ჩავიდა, სადაც ქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის შენობაში სტუდენტებს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობის, “დროა“-ს წარმომადგენლებიც. აღნიშნული ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ – “დია“. კამპანიის მიზანია ფაჩულიამ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი-აქციისთვის რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს.

შეხვედრაზე ყველა დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ კამპანიის იდეას და უკვე ხვალიდან, გორში მოსახლეობის ინფორმაციული დატვირთვა დაიწყება. ხმის მიცემის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩება და ფაჩულიამ მაქსიმალურად ბევრი ხმა უნდა მიიღოს.

თეა კიჩხუაშვილი (გორის მერიის მუნიციპალიტეტის სპორტის განყოფილების უფროსი): „ზაზა ფაჩულია ყველასთვის საყვარელი სპორტსმენია. ზაზას წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და გორი ზაზას გვერდში უდგას. კალათბურთი აქ ბევრს უყვარს და ფაჩულიას შესახებ ყველამ იცის. ზაზა ბევრის საყვარელი მოთამაშეა“.

ზურა თალაკვაძე (აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი): „შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. იდეას ყველა ენთუზიაზმით მოეკიდა იდეას. დარჩენილ დროში ზაზამ ბევრი ხმა უნდა მიიღოს. გორში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქალაქი სპორტთან მეგობრობს“.

აქციები გაგრძელდება და Royal Group მალე სხვა ქალაქებშიც ჩავა. ქუთაისში კომპანია სუპერლიგის მონაწილე საკალათბურთო კლუბს შეხვდება.

ჩვენ ხმას ვაძლევთ ზაზა ფაჩულიას!

0.144047