ფეხბურთი

19:25 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰანდანოვიჩმა “ინტერთან” გაახანგრძლივა

გამოცდილმა მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა მილანის “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 31 წლის სლოვენიელი “ჯუზეპე მეაცაზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ჰანდანოვიჩმა მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში 17-ჯერ დაიცვა “ინტერის” კარი და 11 გოლი გაუშვა.

0.111549