ფეხბურთი

17:44 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ პერტია: “21-წლამდელები? დიდი პატივია, მაგრამ “სკონტოში” ვრჩები”

რიგის “სკონტოს” მწვრთნელმა თამაზ პერტიამ განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ პერტიას კანდიდატურა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად განიხილებოდა.

“ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ მაქვს გრძნობა, რომ “სკონტოში” ჩემი სამუშაო არ დასრულებულა. არ მინდა, კლუბი ასეთ რთულ მომენტში მივატოვო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მოვიაზრებოდი. სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას იმ მწვრთნელს, რომელიც ამ ნაკრებს ჩაიბარებს” – ასეთი კომენტარი გააკეთა პერტიამ “სკონტოს” ოფიციალურ საიტთან.

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა, ახლა კი პოსტი ვაკანტურია. უახლოეს დღეებში შევიტყობთ, თუ ვინ შეცვლის ჩივაძეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117153