“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ფორვარდი დრეიმონდ გრინი და “ბრუკლინ ნეთსის” ცენტრი ბრუკ ლოპესი ნბა-ს, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების კვირის მოთამაშეებად აღიარეს.
გრინის დახმარებით, “უორიორსმა” 4-დან 3 მატჩის მოგება მოახერხა, თავად ის კი, საშუალოდ 18.8 ქულას, 11.3 მოხსნას და 9.5 პასს აგროვებდა. დრეიმონდმა ამ თამაშებში 2 სამმაგი დუბლი შეასრულა.
“ბრუკლინმა” 3-დან 2 შეხვედრაში იმარჯვა, ლოპესის საშუალო მონაგარი კი 26.7 ქულა, 13.3 მოხსნა და 3.7 დაფარება გახლდათ. თამაშიდან მისი ტყორცნების ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი 60.9%-ს გაუტოლდა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღების შანსი ასევე ჰქონდათ: დასავლეთში – ჯეი ჯეი რედიკს (“კლიპერსი”), სი ჯეი მაკკოლუმსა (“პორტლენდი”) და ლამარკუს ოლდრიჯს (“სან ანტონიო”), აღმოსავლეთში – ჯიმი ბატლერს (“ჩიკაგო”), ლებრონ ჯეიმსს (“კლივლენდი”), კრის მიდლტონსა (“მილუოკი”) და დემარ დეროზანს (ტორონტო).