კალათბურთი

15:10 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პულენმა ბელგრადელები დაამწუხრა

ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, ადრიატიკის ლიგის მე-18 ტურში გამორჩეულად ითამაშა და ზაგრების “ცედევიტას” ბელგრადში პრინციპული გამარჯვება მოუტანა.

ხორვატული კლუბი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ “ცრვენა ზვეზდას” სტუმრობდა და ბოლო მეოთხედის წინ 11 ქულით აგებდა, თუმცა, სიტუაციის სათავისოდ მობრუნება შესძლო და 80:79 იმარჯვა, რაშიც ჯეიკობმა დიდი წვლილი დაიდო.

პულენი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 26 წუთში კი 24 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-ვე ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, როდესაც ანგარიში საყაიმო გახლდათ, გადამწყვეტი საჯარიმო სწორედ ჯეიკობმა ჩააგდო. პულენის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ცედევიტამ” 15 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგაში მხოლოდ ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 16 გამარჯვებაა. ზაგრებელები მომდევნო მატჩს 10 იანვარს, შინ, სწორედ პოდგორიცელებთან ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112674