კალათბურთი

14:42 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი პირველივე მატჩში გამოირჩა

ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანურ “ჩემპვილში” დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და მყის შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

ცქიტიშვილის კლუბმა “ჰომენეტმენთან” გასვლით მატჩში 102:114 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 30 ქულა, 16 მოხსნა (6 შეტევაში), 4 პასი და 3 დაფარება მოაგროვა.

ნიკამ 15-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 47-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი სწორედ ნაახალწლევს აიღო, “ჩემპვილი” კი მე-2 ტურის მატჩს 7 იანვარს, ისევ სტუმრად, “მუტაჰედთან” ჩაატარებს.

0.142682