ფეხბურთი

14:19 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" მზადება დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ", რომელიც უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება 4 იანვრიდან დაიწყო.

თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ორშაბათს "ბენდელას" სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ - ჯერ ფიტნეს დარბაზს დაუთმეს გარკვეული დრო, შემდეგ კი მინდორზე 40 წუთის განმავლობაში მსუბუქად ირბინეს.

ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას 8 იანვარს გაივლიან, რის შემდეგაც რამდენიმე სპარინგ-შეხვედრას გამართავენ. მზადების დასკვნითი ეტაპი კი გუნდს თურქეთში აქვს დაგეგმილი.

თეგებისაბურთალო
0.144476