ფეხბურთი

11:46 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი “რეალის” ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებას უწონებს

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესპანური გრანდის ხელმძღვანელებმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს.

“რა შეიძლება ყოფილიყო ამაზე უკეთესი?! ადამიანი, რომელიც ფეხბურთში საუკეთესო იყო, ჩაუდგა სათავეში ჩემთვის და ბევრისთვის საყვარელ კლუბს. ეს ის ადამიანია, რომელიც წარუმატებლობას ვერ შეეგუება ვერცერთ დონეზე. მას ყველაფერი აქვს, რომ კლუბს გამარჯვებები მოუტანოს. ამ სამსახურისთვის საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს” - დაწერა ბექჰემა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

0.111158