კალათბურთი

23:14 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვთბ-ლიგაში მაჰალბაშიჩი გამოარჩიეს

რუსული “ნიჟნი ნოვგოროდის” ცენტრი რაშიდ მაჰალბაშიჩი ვთბ-ლიგის მე-15 ტურის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

ბელარუსულ “ცმოკი-მინსკთან” მოგებულ მატჩში სლოვენიელმა კალათბურთელმა 20 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შედეგად, მისი სარგებლიანობის კოფიციენტი 27-ს გაუტოლდა.

0.123497