ფეხბურთი

22:40 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერს" შეკრებაზე პაპუნაშვილიც მიჰყავს

ბრემენის "ვერდერი" თურქულ შეკრებაზე მიდის და პირველ გუნდთან ერთადაა გიორგი პაპუნაშვილიც.
"მუდამ ვაკვირდებით, თუ რომელი ფეხბურთელი როგორ თამაშობს "ვერდერის" 23-წლამდელებში. ამჯერად ორი მათგანი ავიყვანეთ: ლეონ გუვარა და გიორგი პაპუნაშვილი. ჩვენ უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ისინი" - უთხრა გერმანულ კიკერ-ს "ვერდერის" მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა.
და კიდევ, "ვერდერი" და თბილისის "დინამო" მოლაპარაკებებს იწყებენ პაპუნაშვილის საკითხზე. გიორგი ზაფხულამდეა ბრემენულ კლუბში განათხოვრებული და "ვერდერი" მის გამოსყიდვას აპირებს.

0.119624