საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2015 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი დაასახელა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ეს პრიზი პირველად მოიგო, გასულ წელს კი საუკეთესოს ტიტული მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ტონი კროსს ერგო. მანამდე, ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ნომინაციაში “ბარსელონასვე” წევრები – ხავი (2008-2011) და ანდრეს ინიესტა (2012-2013) იმარჯვებდნენ.
2015 წლის გამოკითხვის თანახმად, მესიმ ნახსენებ ინიესტას საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო, სამეულში კი იტალიელი ანდრეა პირლოც შევიდა, რომელიც ამჟამად ამერიკული “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას იცავს.
1.ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 165 ქულა
2. ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”) – 91
3. ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ იორკ სიტი”) – 54
4-5. ედენ აზარი (“ჩელსი”), კევინ დე ბრუინე (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”) – 22
6.იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”) – 13
7-8. ტონი კროოსი (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”) – 11
9-10. ხამეს როდრიგესი (“რეალი”), ხავიერ პასტორე (“პსჟ”) – 10.