კალათბურთი

19:25 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში გუსტავო აიონი აღიარეს

ევროლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ, მადრიდის “რეალის” 30 წლის მექსიკელი ცენტრი გუსტავო აიონი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აიონი “რეალს” ჯგუფიდან გასვლაში დაეხმარა. დეკემბრის თვეში “რეალმა” 3 შეხვედრა მოიგო და გუსტავო გუნდს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 12.8 ქულას, 6 მოხსნას, 3.5 პასს, 2.5 ჩაჭრას და 1 ბლოკ-შოტს სძენდა.

0.137737