ფეხბურთი

17:32 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2015 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად “ბარსელონას” თავკაცი ლუის ენრიკე აღიარა.

45 წლის სპეციალისტმა 165 ქულა დააგროვა და წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ბრძოლაში მის თანამემამულეს, მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელს ხოსეპ გვარდიოლას (86 ქულა) დიდი უპირატესობით აჯობა.

ენრიკეს ხელმძღვანელობით კატალონიურმა გრანდმა გასულ წელს ხუთი ტიტული მოიპოვა: ესპანეთის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ერთი წლის წინ, IFFHS-ის ვერსიით, საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი აღიარეს.

2015 წლის საკლუბო მწვრთნელთა საუკეთესო ათეული:

1 - ლუის ენრიკე ("ბარსელონა"/ესპანეთი) - 165 ქულა

2 - ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნი"/ესპანეთი) - 86

3 - მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი"/იტალია) - 43

4 - უნაი ემერი ("სევილია"/ესპანეთი) - 39

5 - მარსელო გალიარდო ("რივერ პლეიტი"/არგენტინა) - 33

6 - კარლო ანჩელოტი ("რეალი"/იტალია) - 19

7 - დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო"/არგენტინა) - 12

8 - დიტერ ჰეკინგი ("ვოლფსბურგი"/გერმანია) - 6

9 - ლორან ბლანი (პსჟ/საფრანგეთი) - 5

10 - მირონ მარკევიჩი ("დნიპრო"/უკრაინა) - 4

0.116274