კალათბურთი

13:47 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბატლერმა ჯორდანის რეკორდი დაამხო

“ჩიკაგო ბულზის” ფორვარდმა ჯიმი ბატლერმა “ტორონტო რეპტორზთან” მოგებული (115:113) მატჩის მე-2 ტაიმში 40 ქულა ჩააგდო და საკლუბო რეკორდი დაამხო, რომელიც მაიკლ ჯორდანს ეკუთვნოდა. ლეგენდარულ ამერიკელ კალათბურთელს 1989 წლის 16 თებერვალს 39 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

აქვე ვთქვათ, რომ გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჩიკაგოელთა კიდევ ერთ ლიდერ დერიკ როუზს, რომელსაც მუხლქვეშა მყესები აქვს დაზიანებული და უკვე 3 მატჩია, მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. როუზს კიდევ ერთი დამატებითი გამოკვლევა ელის.

0.122529